მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოებაზე 46 კომპანია შეამოწმა - შედეგები

607ede005299d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.21 20:40
14591
1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად აქვთ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ.

BM.GE დაინტერესდა, წესის ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ ასრულებენ თუ არა კომპანიები ახალ ვალდებულებას და როგორია მონიტორინგის შედეგები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება - შრომის უსაფრთხოების ინსპექციის სამსახური ახორციელებს.

შრომის ინსპექციაში BM.GE-ის უთხრეს, რომ 1 მარტიდან 10 აპრილამდე სულ 46 ობიექტი შემოწმდა და თითოეული მათგანი დასაქმებულების სამუშაო საათებს აღრიცხავდა. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით რიტეილ-სექტორში - საცალო და საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით წარმოებდა.

„შრომის ინსპექციამ ყოველდღიური მონიტორინგი უკვე დაიწყო და სამუშაო საათების აღრიცხვის წესზე სხვადასხვა ობიექტს ამოწმებს. ამ დროისთვის იკვეთება, რომ სამუშაო საათების აღრიცხვა კომპანიებს დაწყებული აქვთ, თუმცა საბოლოო დასკვნა რამდენად სწორად აწარმოებს ამას კომპანია, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სამუშაო საათების აღრიცხვის წესზე სულ 46 ობიექტია შემოწმებული, მონიტორინგის პერიოდში ეს ობიექტები აღრიცხვის შუალედურ ფორმებს წარმოადგენდნენ. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ უწარმოებიათ. პირველადი შემოწმება 10 აპრილს დასრულდა. ამის შემდეგ განხორციელდება რეინსპექტირებები, რომელიც უკვე სამ კომპანიაში მოხდა და პერიოდულად დაიდება შუალედური ოქმები“, - აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები