მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს განცხადებას ავრცელებს

6408d831d611b
BM.GE
08.03.23 22:46
1158
შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი". 

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია #არარუსულკანონს მიმდინარეობს. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი პარლამენტის შენობის ალყაში მოაქცევას ცდილობს, რათა ხვალ პლენარული სხდომა ვერ ჩატარდეს.