მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შტატები დიდი ხნის წინ იყო გაბერილი, ამას ერთ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკავშირებთ - კობახიძე

კობახიძე ღარიბაშვილი

"შტატები დიდი ხნის წინ იყო გაბერილი. აქ ერთ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკავშირებთ ამას. ხან იყო ობიექტური, ხან სუბიექტური მიზეზი, ამაშიც არ მინდა შევიდე" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს, 24 სექტემბერს კახეთში განუცხადა.

კობახიძე ამბობს, კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ 700 მლნ დაიზოგა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც.

„რაც შეეხება პრივატიზაციის პრაქტიკას, სახელმწიფო საწარმოებს, 700 მლნ დაიზოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც. ეს არის ჩემი პირობა. შტატები დიდი ხნის წინ იყო გაბერილი. აქ ერთ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკავშირებთ ამას. ხან იყო ობიექტური, ხან სუბიექტური მიზეზი, ამაშიც არ მინდა შევიდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა - არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. არც ერთი ზედმეტი შტატი, თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სრულად დატვირთული", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: "ოცნების მთავრობაში" ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია 1 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. „1000-ზე მეტია, თუ სწორად მახსოვს, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს ეს რიცხვი. ნაწილი გაუშვეს, ნაწილი დაგეგმილი იყო აყვანა და ოპტიმიზაციის შემდეგ აღარ აიყვანეს" - უთხრა BMG-ის გიორგი კაკაურიძემ.

რომელი სახელმწიფო კომპანიების ხარჯზე მოახერხა "ოცნებამ" ₾701 მილიონის "ეკონომია"?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები