ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი $27 ტრილიონია, ხოლო თავად ქვეყანაში 335 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ანუ ამერიკელები, რომლებიც პლანეტის მოსახლეობის ხუთ პროცენტს წარმოადგენენ, საერთო დოვლათის მეოთხედს ქმნიან.
ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში 700-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს და ათასობით გიგანტური კომპანიაა დაფუძნებული, რაც ასევე უპრეცედენტო რიცხვია. ამერიკის ამ უპირატესობას, დიდწილად, მისი აგებულება განაპირობებს, რადგან ეს ქვეყანა, ფაქტობრივად 50 მცირე ზომის სახელმწიფოსგან შედგება. დღეს იმ შტატებს გაგაცნობთ, სადაც საშუალო ამერიკელი ყველაზე მდიდარია.
კონექტიკუტი
საშუალო სიმდიდრე: $920,000
მშპ: $363 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $100,000
უმდიდრესი ადამიანი: სტივ კოენი
კალიფორნია
საშუალო სიმდიდრე: $855,000
მშპ: $4 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $105,000
უმდიდრესი ადამიანი: ლარი ელისონი
ვაშინგტონი
საშუალო სიმდიდრე: $842,000
მშპ: $802 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $108,500
უმდიდრესი ადამიანი: ბილ გეიტსი
ნიუ-ჯერსი
საშუალო სიმდიდრე: $840,000
მშპ: $1.1 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $90,500
უმდიდრესი ადამიანი: ჯონ ოვერდეკი
მასაჩუსეტსი
საშუალო სიმდიდრე: $798,000
მშპ: $785 მლრდ
მშპ ერთ სულზე: $110,500
უმდიდრესი ადამიანი: აბიგეილ ჯონსონი