მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შტატგარეშე დასაქმებულებზე დანახარჯების ზრდა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება - დავითაშვილი

630cc042b1f2c
მარიამ ვარადაშვილი
29.08.22 17:15
697
საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2022 წლის პირველ ნახევარში 195 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაზრდილი ანაზღაურება სამედიცინო პერსონალზე გაცემულ ხელფასს უკავშირდება.

“შტატგარეშეების შრომის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი სამედიცინო პერსონალს მოხმარდა. ეს ბუნებრივია გამოწვეული იყო პანდემიით. ამავე დროს იმისთვის რომ სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესებულიყო, მათ შორის რეგიონებში. ამიტომ, ვფიქრობ, თემით სპეკულირება მომგებიანი არ არის. დიახ, პრემიერის გადაწყვეტილებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჯარო სფეროში სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს და ის კერძო სექტორისას უნდა დაუახლოვდეს, რათა ერთის მხრივ ხარისხიანი სერვისები გვქონდეს და მეორე ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ღირსეულად ემსახურებიან მეხანძრეები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ა.შ. მათი შრომა დაფასდეს”,-აცხადებს დავითაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გაზრდილი ხარჯები სოციალური მუშაკების ანაზღაურების ზრდას დაუკავშირა, რომლებიც მისი თქმით, შტატგარეშედ არიან დასაქმებულნი.

“ჩვენს ნაწილში ზრდა არ ყოფილა. ეს ძირითადი ნაწილი 26 მლნ ლარი შეეხო რეგიონებში სასწრაფო დახმარების ექიმებს, ექთმებს და ასევე, სოცმუშაკებს. მოგეხსენებათ, იანვრის დასაწყისში როცა სამინისტროში მივედი პირველი გამოსცვლები სომუშაკებს ეხებოდა [აქციები ხელფასის მატების მოთხოვნით]. მათი ხელფასი გაიზარდა და ჯამში აქ დანახარჯი დაახლოებით 2 მლნ ლარია”,-აცხადებს აზარაშვილი.

დამაზუსტებელ კითხვაზე რატომ მუშაობენ ეს ადამიანები შტატგარეშედ, აზარაშვილი პასუხობს: პრობლემა რაშია?” და ამატებს რომ 30 თვეზე მეტს თუ იმუშავებს ადამიანი მოცემულ პოზიციაზე ისინი შტატში ავტომატურად ირიცხებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები