მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფნის" მნიშვნელოვანი  გაუმჯობესებისთვის 18.5 მლრდ ევროა საჭირო - EBRD

კონტენერები

„შუა დერეფანი“ არის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირი ევროკავშირსა  და ცენტრალურ აზიას შორის - წერს აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კვლევაზე დაყრდნობით, რომელმაც დერეფნის მოდერნიზაციისთვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა შეაფასა.

ბანკის შეფასებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის  მნიშვნელოვანი  გაუმჯობესებისთვის 18.5 მლრდ ევროს ინვესტიციაა საჭირო.  თანხა უნდა მიემართოს, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანაში, სარკინიგზო და საავტომობილო ქსელის აღდგენა/ მოდერნიზებაზე, მოძრავი შემადგენლობის გაფართოებაზე, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდაზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტების, მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრების და დამხმარე ქსელური კავშირების განვითარებაზე.

კვლევაში აღნიშნულია, ვაჭრობის მზარდ  დინამიკაზე  ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში  38,8%-ით გაიზარდა და, თუ  2012 წლის 34,2 მილიარდი ევროს შეადგენდა,  2022 წელს ვაჭრობის მოცულობამ უკვე 47,5 მილიარდ ევროს მიაღწია.

გარდა შუა აზიისა, ევროკავშირის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ჩინეთი, რომელთან ვაჭრობის უდიდესი წილი, დაახლოებით 80-85% ისტორიულად საზღვაო გზით ხორციელდება. 

„რაც შეეხება ევროპა-აზიას შორის სახმელეთო გადაზიდვებს, ამისათვის 3 ძირითადი დერეფანი გამოიყენება“ - წერია კვლევაში. პირველი, ეს არის „ჩრდილოეთის დერეფანი“, რომელიც იწყება ჩინეთიდან, გაივლის ყაზახეთს, რუსეთს და ბელარუსს და პოლონეთის გავლით უკავშირდება ევროკავშირს. სარკინიგზო კავშირი ასევე შესაძლებელია მონღოლეთის და ტრას-ციმბირული მაგისტრალის გავლით. ეს გზა დაახლოებით 10 000 კმ-ია, რომლის დასაფარად 14 დღეა საჭირო. მესამე ალტერნატივა არის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი, რომელიც ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით მოდის საქართველომდე, საიდანაც ასევე 2 ალტერნატიული მარშრუტი იშლება: სახმელეთო მარშრუტი თურქეთისა და საზღვაო კავშირი შავი ზღვის გავლით.

„მიუხედავად იმისა, რომ ია  ჩრდილოეთის მარშრუტზე მოკლეა (7 000 კმ), მის დასაფარად საჭირო დრო არაპროგნოზირებადია და შესაძლოა, ვარირებდეს 14- დან 45 დღემდე დიაპაზონში. არ არის გამორიცხული ტვირთის მიღება 60 დღეც გაჭიანურდეს“ - აღნიშნავენ EBRD -ის ანალიტიკოსები.

კვლევაში აღნიშნულია „შუა დერეფნის“  უპირატესობებიც.

„მისი ორდონიანი დაფარვის არეალის წყალობით - (300 კმ ჩრდილოეთით და სამხრეთით) შუა დერეფანი მოიცავს ცენტრალური აზიის ყველა მთავარ ეკონომიკურ და მოსახლეობის ცენტრს და უზრუნველყოფს  კომუნიკაციას  რეგიონის შიგნით და  ევროპასთან ძირითადი სატრანსპორტო ქსელების მეშვეობით. ამ მარშრუტს აქვს შემდგომი განვითარების უდიდესი პოტენციალი, რადგან ის საშუალებას იძლევა არა მხოლოდ განავითაროს სატრანსპორტო ქსელი, არამედ შეუძლია მხარი დაუჭიროს ცენტრალურ აზიაში რეგიონულ განვითარებას,“-  ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები