მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუალედური დასკვნის გასაჯაროებით დრო გვექნება, ხელისუფლება ვაიძულოთ, ბოლომდე შეასრულოს რეკომენდაციები - ISFED

641ec67e99c47
მარიამ ვარადაშვილი
25.03.23 17:31
930
გასულ კვირაში საქართველოში მოქმედმა 16 არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის მიმართა და სთხოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო იყოს. ღია წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში და ამიტომ შუალედური დასკვნის საჯაროობა მათთვის მნიშვნელოვანია.

ISFED-ის დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ შუალედური ანგარიშის გასაჯაროების შემთხვევაში საზოგადოებას დრო ექნება მთავრობა აიძულოს კონკრეტული რეკომენდაციები ბოლომდე შეასრულოს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ვაჰრეი ამ თხოვნას გაითვალისწინებს და ეს შუალედური დასკვნა გასაჯაროვდება. 

“გასული წლის დეკემბერში ევროკომისიის ერთ-ერთ დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა რომ საქართველოსთან დაკავშირებით “განახლებას” 2023 წლის გაზაფხულზე გააკეთებდნენ. სწორედ ამის შემდეგ ოქტომბერში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილების. ვფიქრობთ, არა მხოლოდ ოქტომბერში გამოსაქვეყნებული ანგარიშია მნიშვნელოვანი, არამედ შუალედური ანგარიშიც. თუ იარსებებს შუალედური ანგარიში იმაზე როგორ სრულდება ეს რეკომენდაციები, მისი გასაჯაროება რამდენიმე მიზეზის გამო იქნება კარგი. ვხედავთ, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორ იმეორებს რომ ქვეყანამ ფაქტობრივად ყველა პუნქტი შეასრულა. ანუ ვისმენთ იმას, რომ თითქმის ყველა პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე საკითხი და ამით ამოიწურება ამ რეკომენდაციების თემა. რასაც ვუყურებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესიული წრეები, რომელთაც შეუძლიათ ამ დოკუმენტის განხორციელების შეფასება, ვხედავთ რომ ასე არ არის. ამას ადასტურებს ვენეციის კომისიისა და ეუთოს დასკვნებიც. ოქტომბერში საბოლოო ანგარიში სანამ გამოქვეყნდება, მანამდე გვინდა დრო გვქონდეს იმის, რომ მთელმა საზოგადოებამ ხელისუფლებას ვაიძულოთ რომ შეასრულოს ეს რეკომენდაციები”,-განაცხადა ნატროშვილმა “ანალიტიკაში”.

გასულ წელს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ამასთან, კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები