მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთი უერთდება ფინეთს და აცხადებს, რომ სურს NATO-ს წევრი გახდეს

62828723db27f
ალა ისპირიანი
16.05.22 21:30
947
შვედეთმა გამოაცხადა, რომ სურს NATO-ს წევრი გახდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

შვედეთმა ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში შესვლა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა, რათა საჭირო გახდა უსაფრთხოების გადახედვა. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი სკანდინავიური ქვეყნისთვის ახალ "ეპოქას" ნიშნავს.

„მთავრობამ გადაწყვიტა NATO-ს აცნობოს შვედეთის მზადყოფნის შესახებ, ალიანსის წევრი გახდეს“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, შვედეთის მეზობელი ფინეთიც აპირებს NATO-ში გაწევრიანებას. ამასთან დაკავშირებით განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას გააკეთეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები