შვეიცარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნასიო კასისმა განაცხადა, რომ ქვეყანა პუტინისა და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრის მასპინძლობისთვის მზადაა. პირველი დიპლომატი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისტორიული სამიტის სამასპინძლოდ ჟენევა სრულიად შესაფერისი ადგილი იქნება.
კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უმასპინძლებდა ჟენევის კონვენციისა და რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა ვლადიმერ პუტინს, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული, თუმცა იგნასიო კასისმა განმარტა, რომ შეხვედრის ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შვეიცარია კანონის აღსრულების დროებით შესაჩერებლად მზადაა.
მისი თქმით, კანონმდებლობა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რიგ შემთხვევებში ბრალდებულის დაკავებისგან თავი შეიკავოს.




























