ჩვეულებრივ ოლიმპიურ თამაშებს ერთი ქალაქი მასპინძლობს ხოლმე, მაგალითად 2020 წელს თამაშები ტოკიომ მიიღო, ხოლო 2016-ში კი რიო დე ჟანეირომ. 2026 წლის იტალიის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის პირველად მომსწრენი გავხდებით, როცა თამაშებს ერთდროულად ორი ქალაქი, მილანი და კორტინა დ’ამპეზო მიიღებენ.
ასეთი ფაქტების მიუხედავად არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მთელს ქვეყანას ემასპინძლოს ოლიმპიური თამაშებისთვის. სწორედ ამას აპირებს შვეიცარია 2030-ის ან 2034 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომლისთვისაც ქვეყანა განაცხადს ამზადებს.
შვეიცარიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ახლახან გამოაქვეყნა პრეზენტაცია, რომელშიც ხსნიან სახელმწიფოს შესაძლებლობებს მასპინძლობის ფარგლებში და იმ სარგებელს, რომელსაც ორგანიზაცია და თავად ქვეყანა მიიღებენ.
კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ გახსნის ცერემონიალი ლოზანაში, ხოლო დახურვის ბერნში შედგება, შეჯიბრება 12 ქალაქში გაიმართება და ჯამში შემოსავლის სახით 1.2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ.
უკანასკნელად შვეიცარიამ ზამთრის თამაშებს 1928 და 1948 წლებში უმასპინძლა, ახლა კი მათი მეტოქეები იქნებიან შვედეთი - სტოქჰოლმით, საფრანგეთი ორი დაუსახლებელი ქალაქით და აშშ, რომელიც 2034 წლისთვის სოლტ-ლეიკ სიტის განიხილავს მასპინძლად.