მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიმართლე არაა, თითქოს ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს" - საგანგებო სიტუაციების სამსახური

ზუგდიდი

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება. აქვე, აღვნიშნავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეც - ტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება",- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, ხოლო ბინაში მყოფი კიდევ 2 მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები