მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია -ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი
22.07.26 09:40
22

პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით სინგაპურში საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით ქვეყნის ლიდერებთან დაგეგმილი შეხვედრების გარდა ირაკლი კობახიძეს შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორთან ექნება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, სინგაპურთან ერკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. როგორც ლევან ჟორჟოლიანი აღნიშნავს, სინგაპური რეგიონში ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს წარმოადგენს, ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონშია ასეთი ჰაბი და მთავრობა დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში ბევრ ინვესტიციას დებს.

„სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს. ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს. ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიცია ვდებთ დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ასევე იმაში, რომ საქართველო კიდევ უფრო ძლიერად წარმოადგენდეს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს თავისივე რეგიონში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორია ეკონომიკური კავშირები სინგაპურთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები