მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სინოფარმის“ გამოყენების პროტოკოლზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ

606abe20ae2d3
ინგა მურუსიძე
05.04.21 12:00
622
ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენების პროტოკოლზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ვაქცინაციის საბჭო სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებს.

„დამატებით ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონკრეტულ პასუხებს, რადგან უკვე ვიცით, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ ავტორიზაციას ელოდება. ალბათ 15 აპრილიდან შეგვეძლება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდულიც, თუმცა იმუნიზაციის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა დღესვე განმარტა, რომ ეფექტიანობისთვის „სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზით აცრაა საჭირო.

შეგახსენებთ: საქართველოში "სინოფარმის" 100,000 დოზა შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები