მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი დაიწყო – ტრანზიტი თურქეთის გავლით ხორციელდება

აზერბაიჯანული გაზი სირიაში

სირიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდება ოფიციალურად დაიწყო – შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანული გაზის სირიაში ექსპორტის დაწყებას თურქეთის ქალაქ კილისში გამართული ცერემონია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიისა და კატარის მთავრობის წარმომადგენლებმა.

ენერგეტიკული შეთანხმება აზერბაიჯანსა და სირიას შორის ენერგორესურსების დივერსიფიკაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების კონტექსტში განიხილება.

სირიას აზერბაიჯანული გაზი კილის მილსადენით მიეწოდება. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ახალმა მთავრობამ და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა გაზის მიწოდებაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებით საწყის ეტაპზე აზერბაიჯანმა 1.2 მილიარდი მ³ გაზი უნდა მიაწოდოს. როგორც სააგენტო წერს, გაზსადენი თურქეთის სასაზღვრო ქალაქ კილის გაივლის და ალეპოსა და ჰომსში გენერაციის ობიექტებამდე მივა. სირია გეგმავს აზერბაიჯანული გაზი ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები