მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირიაში სამოქალაქო კონფლიქტმა იმძლავრა, ოპოზიციამ ალეპოს ნაწილი დაიკავა

სირია

სირიაში მრავალი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირებამ იმძლავრა. სამი დღის წინ, ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეები მოულოდნელ კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ, რომლის დამსახურებით ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქის, ალეპოს ნაწილი დაიკავეს, რაც 2016 წლის შემდეგ არ მომხდარა. სხვადასხვა ინფორმაციით, ამბოხებულები ალეპოს ცენტრამდე მივიდნენ, რასაც სირიის ხელისუფლების მიერ მოწინააღმდეგეთა მთავარი ბანაკის, ქალაქ იდლიბის დაბომბვა მოჰყვა. იდლიბი, სადაც ამ დროისთვის ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამბოხებული სირიელების საყრდენია. ბაშარ ალ-ასადის ძალების გარდა, სამხედრო ოპერაციაში რუსეთიც მონაწილეობს, რომელიც სირიის ხელისუფლების მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, რომ სირიის შიდა კონფლიქტი 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” შედეგად დაიწყო, როცა არაბულ ქვეყნებში დემოკრატიულმა ნარატივმა იმძლავრა. დემოკრატიული შეხედულებების მქონე სირიელები ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც ქვეყანას 2000 წლიდან მართავს. ამბოხება უშედეგო იყო, ხოლო ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაება, რომელიც რეგიონულ “პროქსი” კონფლიქტად იქცა. 2020 წელს მიღწეული სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე კონფლიქტი უმეტესწილად გაჩერებული იყო, მაგრამ ახლა, დაპირისპირებამ იმძლავრა. გაეროს მონაცემებით, სირიის სამოქალაქო ომს 300,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები