მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სირიის ეროვნულ ვალუტას ორი ნული მოშორდება - ქვეყანა ახალ ბანკნოტებს გამოუშვებს

დენომინაცია
BM. GE
26.08.25 10:09
2581

სირიის ცენტრალური ბანკი ახალი ბანკნოტების გამოშვებას აპირებს. გეგმის თანახმად, სირიულ ლირას 2 ნული ჩამოშორდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში იმედოვნებენ, რომ ეს ვალუტისადმი ნდობას აღადგენს. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს სირიული ლირა 99%-ით გაუფასურდა, ასადის ხელისუფლებას კი ვითარების გამოსწორებისთვის ქმედითი ნაბიჯები აღარ გადაუდგამს.

სირიის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ეს დიდი მონეტარული რეფორმის ნაწილია. როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში აცხადებენ, გეგმის განხორციელებაზე საჯარო და კერძო ბანკების წარმომადგენლებისა და ეკონომისტებისგან შეკრული კომიტეტი იმუშავებს. ბანკის ინფორმაციით, სირიისთვის ახალ ბანკნოტებს რუსული კომპანია Goznak-ი დაბეჭდავს. სავარაუდოდ, განახლებული სირიული ლირას პრეზენტაცია 8 დეკემბერს შედგება, ანუ იმ დღეს, როცა ბაშარ ალ ასადი გაიქცა და ასადების 40-წლიანი მმართველობა დასრულდა.

ძველი ბანკნოტები მიმოცვლაში კიდევ ერთი წლით დარჩება, 2027 წლიდან კი მისი მოხმარება სრულად აიკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები