მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირიის ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს- თურქეთის ავიაიერიშების შემდეგ ქვეყანაში პანიკაა

5d9f09cd1b556
მიხეილ ხაჩიძე
10.10.19 15:29
1853

სირიის ჩრდილოეთით თურქული ჯარების შეტევა ათასობით ადამიანის ლტოლვილობის მიზეზი გახდა. ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქებს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, სირიის ქალაქებიდან-  რას-ალ-აინიდან  და თელ-აბიადიდან  ათასობით ადამიანი უკვე გაიქცა.




როგორც ცნობილია, თურქულმა ავიაციამ ქალაქ თელ-აბიადისა და მისი შემოგარენის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. სამხედრო იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, მათ შორის ბავშვებიც. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, ზოგი გამოცემა 15, ზოგი კი 5 დაღუპულის შესახებ იუწყება, თუმცა ციფრი შესაძლოა, დღის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს. არიან დაშავებულებიც, იერიშების შედეგად 50-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

 


თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არმიამ ჯამში 181 სამხედრო სამიზნის მიმართულებით განახორციელა შეტევა. თავდასხმები ძირითადად ქურთი მებრძოლებისკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია, რომ ქურთი მებრძოლები წლების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეები იყვნენ.




სირიაში მიმდინარე პროცესების გამო, "არაბთა ლიგამ’’ ეგვიპტის თხოვნით შაბათს სამიტი მოიწვია. კაიროში თურქეთის ქმედებები კატეგორიულად დაგმეს.  ქურთების დაბომბის გამო, თურქეთს მწვავე სანქციებით ემუქრება შეერთებული შტატებიც.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები