მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს - უილსონი

ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ-შიბანის თხოვნით მიმართა, შეცვალოს ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს.

"ეს მარტივი ნაბიჯი გამოხატავს ღრმა ძალასა და ერთგულებას სირიის ახალი გზის მიმართ",- დაწერა უილსონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები