სირიის ახალმა მმართველებმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად მაისა საბრინი დანიშნეს. Reuters წერს, რომ ბოლო 70 წლის მანძილზე ის პირველი ქალი იქნება, რომელიც ინსტიტუტს უხელმძღვანელებს, საბრინი ბაშარ ასადის მიერ დანიშნულ მოჰამედ ისაამს ჩაანაცვლებს, რომელიც ბანკს 2021 წლიდან მართავდა.
სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკოში. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად რუსეთში გაიქცა.




























