მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისთვის" - კობახიძე

კობახიძე
05.09.24 00:20
560

ორგანიზაცია „სირცხვილია“ იყო იმ აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ რაცხავდა "რუსულ კანონად" და საბოლოოდ, „სირცხვილიამ“ აღიარა ის, რომ არავითარი რუსული კანონი ეს არ არის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის პირველადი განაცხადით, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ კანონი არის სუფთა.

"რეალურად, "სირცხვილიამ" დაადასტურა, რომ არც სტიგმატიზაციის და არც შეზღუდვების პრობლემა ამ კანონს არ ახასიათებს. გარდა ამისა, 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის პირველადი განაცხადით, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის აბსოლუტურად სუფთა, გამართული იურიდიული თვალსაზრისით. არ ახლავს არავითარი სტიგმატიზაცია და შეზღუდვები. ყველა დაინახავს, რომ არის 450-ზე მეტი ორგანიზაცია, ისინი ჩვეულებრივად გაივლიან რეგისტრაციას და ამის ერთადერთი შედეგი არის ის, რომ იქმნება ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც შედის საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერი ადამიანი და იღებს ინფორმაციას ამ ორგანიზაციის დაფინანსების თაობაზე. მეტი არაფერი ხდება და ამას ყველა დაინახავს,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები