მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სისხლის დონაციით მიღებული თანხა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა

სისხლის ბანკი

საქართველოში სისხლის დონორობით მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა - ამას ითვალისწინებს საგადასახადი კოდექსში გაკეთებული ჩანაწერი. ცვლილება ამოქმედდა 2 აპრილს და ის ძალაში იქნება 2030 წლის 1 აპრილამდე. ამის შესახებ BDO-ს საკანონმდებლო მაცნეზე არის საუბარი.

"2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა კანონი №1475-Vმს-XIმპ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. შედეგად, განახლდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის სახეები, რომლებიც გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან.

ცვლილების თანახმად, სსკ-ის 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა ახალი კ¹ პუნქტი, რომლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება 2030 წლის 1 აპრილამდე ფიზიკური პირის (დონორის) მიერ სისხლის ან სისხლის კომპონენტის გაღებისთვის მიღებული ფულადი ანაზღაურება. ცვლილება ძალაშია 2026 წლის 2 აპრილიდან,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები