"ამჟამინდელი მდგომარეობით, სკოლების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ აჭარაში. წესით, ახლაც გახსნილი უნდა იყოს.
აჭარაში ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის სხვა რეგიონებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი უკავშირდება: ვაქცინაციის, სხვა რეგიონებთან შედარებით, უკეთეს მაჩვენებლებს და იმას, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში ინფექცია ძალიან ბევრს შეხვდა.
[ეროვნული ამოცანაა, პოპულაციურ იმუნიტეტს მივაღწიოთ (ა)-თი და არა (ბ)-თი, რადგან (ბ)-ს უამრავი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, (ა) კი სიცოცხლეს იცავს.]

თბილისს აქვს შანსი, სკოლები გაიხსნას. თუმცა რამდენი ხნით, არ ვიცი“, - წერს ჭიაბერაშვილის სოციალურ ქსელში.




























