მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთმა რუსულ ვაქცინა Sputnik V-ს ავტორიზაცია მისცა

60bf85be1b148
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.21 20:30
758
სლოვაკეთი უნგრეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა ევროკავშირიდან, რომელმაც რუსულ COVID-ვაქცინა Sputnik V-ს ავტორიზაცია მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სლოვაკეთს ამ დროისთვის Sputnik V-ის 200,000 დოზა აქვს ხელმისაწვდომი, თუმცა, ამ ვაქცინით აცრაზე ჯერ მხოლოდ 5,000 ადამიანია რეგისტრირებული.

სლოვაკეთში Sputnik V-ით აცრა რეკომენდებულია 18-დან 60 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისათვის. რუსული ვაქცინა ხელმისაწვდომია ვაქცინაციის რვა ცენტრში.

გამოცემა წერს, რომ სლოვაკეთის 5.4 მილიონი მოსახლეობიდან 1.8 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო ერთი დოზა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech, AstraZeneca/Oxford University და Moderna).

აღსანიშნავია, რომ ევროპის წამლის სააგენტოს და ასევე ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციას Sputnik V-სთვის ავტორიზაცია ჯერ არ მიუციათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები