უმსხვილესი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიის, SOCAR-ის განცხადებით, ამ ეტაპზე ჰოლდინგი საფონდო ბირჟაზე განთავსებას, ანუ IPO-ს არ განიხილავს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, ის ისევ კერძო კომპანიად დარჩება და მისი აქციების შეძენას საჯარო ინვესტორები ბირჟაზე ვერ შეძლებენ.
State Oil Company of Azerbaijan (SOCAR) ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპანიაა, რომელიც მილიარდობით დოლარის ღირებულების საწარმოო ხაზს, რეზერვებსა და პორტფელს ფლობს.
სტრატეგიული და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, SOCAR-ის მხრიდან საჯარო განთავსებასთან დაკავშირებით თავის შეკავება გასაკვირი ნამდვილად არ არის.




























