მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ბიზნესი და არა უბრალოდ მარჩენალი“ - მეღვინე

63c68f4e8bdd3
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.23 16:12
1427
„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილის შეფასებით, „სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ბიზნესი და არა უბრალოდ მარჩენალი“. ამის შესახებ მეღვინემ „ფერმერთა ასოციაციის“ მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს რეორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

იაგო ბიტარიშვილმა დღეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ის მთავარ პრობლემად კადრების დეფიციტს და განათლებას ასახელებს.

„მთავარი გამოწვევები პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ მაინც ლოგისტიკური გამოწვევებია, რომელიც საექსპორტო პროდუქციას დაუდგა; ასევე მთავარ გამოწვევად რჩება სოფლის მეურნეობაში განათლების მიმართულება და ეს განათლების პრობლემაა, რაც გლობალურია, მაგრამ საჭიროა სწრაფი და მოკლევადიანი პროექტები. დღეს გამართულ ღონისძიებაზე გაჟღერდა, რომ საერთაშორისო და იგეგმება ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა, რომლებიც ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან. ალბათ ექსპერტების აქ გრძელვადიანად ყოფნა თითოეულ დარგს ძაან წაადგება.

სოფლის მეურნეობის სფეროში, შეიმჩნევა ახალი რეგულაციების შემოტანის ტენდენცია, რაც ძალიან საფრთხილოა; მეტი თავისუფლება მეტი მოთამაშის გაჩენა გაცილებით კარგად მუშაობს, ვიდრე დარგის რეგულირება. ასოციაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბიუროკრატია ბიზნესისთვის ხელისშემშლელია არ გახდეს. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ბიზნესი და არა უბრალოდ მარჩენალი, როგორიც დღეს არის. გლეხებს ძალიან უჭირთ დღეს, მათ მიწის ძალიან მცირე ფართობები აქვთ და შემოსავალს ვერ იღებენ, ამიტომაც მიწების ძირითადი ფართობები დაუმუშავებელია“, - თქვა ბიტარიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები