მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები ფაქტობრივად არ გვაქვს, ეს დარგი განწირულია”-გოგა ხიშტოვანი

GIORGI KHISHTOVANI

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6 პროცენტია. 137 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარით მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი, მესამეზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარით. 

როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი ამბობს, ინვესტირების ნაწილში სექტორების თვალსაზრსით დიდი ცვლილებები ბოლო წლებია არ შეინიშნება. მისი თქმით, ინვესტიციებს ახორციელებენ ძირითადად საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ხოლო სხვა სექტორების მისამართით, სადაც ინვესტიციების რეალური საჭიროება დგას, მისი სიმცირეა.

“საქართველო ჯერ კიდევ დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა განწირულია იყოს არაკონკურენტუნარიანი და შესაბამისად განწირულია არ გაიზარდოს.

აქ უკვე რა გადაწყვეტებიც ჰქონდა საქართველოს მთავრობას უპირველესყოვლისა მიწის მფლობელობასთან დაკავშირებით არის ჩემი აზრით, ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი. ეს შედეგი არის ის რომ საქართველოში, სამწუხაროდ, ყველაზე რომელ დარგსაც სჭირდება FDI იქ ფაქტობრივად არ გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.”-ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები