მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სოფლის მეურნეობის სექტორში კადრების დეფიციტი პანდემიამდეც პრობლემა იყო” - ნინო ზამბახიძე

62d659b98d7bf
მარიამ ადამია
19.07.22 20:55
580
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე Bmg-სთან სოფლის მეურნეობის სექტორში კადრების დეფიციტზე საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემა პანდემიამდე დაიწყო და ხშირია სფეროდან პროფესიულად გადამზადებული კადრების გადინების ფაქტები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მიდიან.

“დარგში პრობლემა დაძლეული და აღმოფხვრილი ჯერ კიდევ არაა, თუმცა ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მაგალითად, სხვადასხვა ციფრული პლატფორმა გავაკეთეთ, ერთ-ერთი არის Agro Jobs, სადაც სრულადაა ასახული ინფორმაცია, თუ რომელ რეგიონს, ობიექტს სჭირდება კადრი, რომელსაც შემდგომ თავად გადაამზადებენ და მიეცემათ დასაქმების საშუალება”, - ამბობს ნინო ზამბახიძე.

ამასთან, როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძალიან ბევრი მეწარმე, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებდა, არ საქმდებოდა იმისათვის, რომ არ დაეკარგა სტატუსი. ახლა კი მათ გარანტია აქვთ, რომ შემწეობას მიიღებენ, მათი გადამზადების შედეგად კი, ცხოვრების შეცვლა/გაუმჯობესებაც შესაძლებელია და მუშახელის დეფიციტიც აღმოიფხვრება.

"ძალიან კარგი ინიციატივაა სოციალური შემწეობის მქონე ადამიანებისთვისაც, რადგან მათ 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა დასაქმდნენ, ქულები და შესაბამისად, შემწეობა არ მოეხსნებათ. ეს კარგი პირობაა იმისათვის, რომ ეკონომიკაში ჩაერთონ ის პირები, რომლებიც აქამდე ჩართულები არ იყვნენ", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები