საინვესტიციო ჰოლდინგ SoftBank-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მასაიოში სონი იაპონიის უმდიდრესი მოქალაქე გახდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მისი ქონების შეფასება 55 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წელს მისი კომპანიის 150%-იანი ზრდით არის განპირობებული.
თავად SoftBank-ის ასეთ აღმასვლას მის საინვესტიციო პორტფელში წარმოდგენილი კომპანიების რეკორდული ზრდა განაპირობებს. საქმე ისაა, რომ იაპონური ჰოლდინგი NVIDIA-ს, OpenAI-ის, ARM-ის, Alibaba-ს და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მსხვილი აქციონერია.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელის მიუხედავად, SoftBank-ი ტრადიციული ბანკი არ არის და ის უფრო მეტად საინვესტიციო ფონდია, რომლის მთავარი აქციონერი მასაიოში სონია.
68 წლის ინვესტორი ამჟამად პლანეტის უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს, ხოლო ამომავალი მზის ქვეყანაში პირველ ადგილზეა.




























