მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SoftBank-მა მონაცემთა ცენტრების მფლობელი კომპანია $4 მილიარდად იყიდა

softbank

იაპონური SoftBank Group-ი საინვესტიციო ფონდ DigitalBridge-ს ყიდულობს. გარიგების ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რამდენიმე სტრატეგიულ აქტივს მოიცავს.

SoftBank-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ხელოვნური ინტელექტის ბუმთან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას იწვევს.

DigitalBridge-ი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს სტრატეგიული აქტივების მართვის ბაზარზე, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა ცენტრებზე, მობილურ ანძებსა და ბოჭკოვან ქსელებზე.

ექსპერტების შეფასებით, DigitalBridge-ის ინტეგრაცია SoftBank-ს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად მართოს თავისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის ARM-ის ტექნოლოგიური საჭიროებები და მოთხოვნები. სავარაუდოდ, DigitalBridge-ის მონაცემთა ცენტრებს სწორედ SoftBank-ის შვილობილი კომპანიები და სტარტაპები გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები