მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთის მიმართულებით საქართველოზე გამავალი ტრაილერების ნაკადი შემცირდა - სტატისტიკა

ტრაილერი სატვირთო

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ყოველდღიურად 1,300-მდე სატრანზიტო ტრაილერი შემოდის. მთლიანობაში, 2025 წლის განმავლობაში საქართველო სულ 229 ათასმა სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. თითოეული ტრაილერი ტრანზიტისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის გადასახადს იხდის, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავალი ამ მხრივ წლის პირველ ნახევარში 80 მილიონ ლარს შეადგენს.

სომხურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ საქართველო სომხეთისთვის ტრანზიტის პროცედურებს აფერხებს, რაც LPG-ით დატვირთული სატვირთოების გატარებას უკავშირდება. შედეგად, სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით გაიზარდა. BMG-მ საკითხის გადამოწმების მიზნით საქართველოს საბაჟო სამსახურს უკვე მიწერა, უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ყველაზე აქტიურად სწორედ სომხეთი იყენებს, რადგანაც წელს სომხეთის მიმართულებით საქართველო 57,500-მა ტრაილერმა გადაკვეთა, ამასთან სომხეთისკენ მიმავალი ტრაილერების რაოდენობა წელს 2%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 38,600 ტრაილერით, სადაც მიმავალი ტრაილერების რიცხვი წინა წელთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული. მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს 37,000 ტრაილერით, ამასთან თურქეთთან 16%-ის კლება ფიქსირდება.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა დანიშნულების ქვეყნების მიხედვით:

# დანიშნულების ქვეყანა რაოდენობა ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 სომხეთი 57,522 ტრაილერი; 2%
2 აზერბაიჯანი 38,602 ტრაილერი; -2%
3 თურქეთი 37,279 ტრაილერი; -16%
4 რუსეთი 31,229 ტრაილერი; -17%
5 ყაზახეთი 16,136 ტრაილერი; 1%
6 თურქმენეთი 9,002 ტრაილერი; 32%
7 უკრაინა 8,963 ტრაილერი; 145%
8 უზბეკეთი 6,873 ტრაილერი; -4%
9 შვეიცარია 2,783 ტრაილერი; -43%
10 არაბ. გაერთ საამიროები 1,590 ტრაილერი; -67%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები