მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავების შესახებ ვისაუბრე" - ჯოზეფ ბორელი

სომხეთი ევროკავშირი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. როგორც ბორელმა განაცხადა, სომხეთის წარმომადგენელთან მან ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ისაუბრა, რომელიც კარგად მიმდინარეობს. ბორელმა შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავების შესახებ ვისაუბრე, რომელიც კარგად მიმდინარეობს. ასევე განვიხილეთ გამოწვევები სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის მიღწევისთვის, რაც მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისთვისა და სტაბილურობისთვის", - წერს ჯოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სომხეთის საგარეო კურსი ევროკავშირისკენ გადაიხარა. რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისარმა, ჯუტა ურპილაინენმა სომხეთთან ურთიერთობის ახალი დღის წესრიგი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ბლოკი სომხეთთან თანამშრომლობას სამი სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის დაწყებასაც მოიაზრებს. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ОДКБ-დან გამოსვლის და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები