სომხეთმა უნდა იფიქროს „ევროკავშირის მიმართულებით“, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთი უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე.
„არ მინდა ვიჩქარო, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ ცალმხრივი ნაბიჯები იდგმება. მე მჯერა, რომ ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ დემოკრატიის ბევრ ინდიკატორში ჩვენ უფრო მაღლა ვართ, ვიდრე ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უკვე ევროკავშირის წევრია.ამას ჩვენ არ ვამბობთ, ამას ჩვენი ევროკავშირის პარტნიორები ამბობენ.
მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ (ევროკავშირის), მაგრამ არ მინდა ვიჩქარო, რადგან უეცარი ნაბიჯების გადადგმა კარგი არ არის“, – აღნიშნა მან.