მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთში რუსული ფულადი გზავნილები იზრდება, საქართველოში კლების ტენდენციაა

ერევანი თბილისი

სომხეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში რუსეთიდან სომხეთში $343 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია, ხოლო ივლისის მაჩვენებელს 53%-ით აღემატება. 

რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებებით გადარიცხვებს, სომხეთიდან რუსეთში აგვისტოში 64 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც ივლისთან შედარებით 20%-ით მეტია, წლიურად კი გაორმაგებულია. 

შედარებისთვის, რამდენჯერმე მცირეა რუსული ფულადი გზავნილები საქართველოში. აგვისტოში გადმორიცხული თანხა მხოლოდ $60 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 46%-ით არის შემცირებული. საქართველოში რუსული ფულადი გზავნილების ტენდენცია შესამჩნევი აპრილის თვიდანაა, როდესაც გადმორიცხვები ჯერ $200 მილიონს, შემდეგ მაისში $160 მილიონს, ივლისში კი 100 მილიონ დოლარს ჩამოსცდა. ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართულებით რუსული სამიგრაციო ნაკადი მცირდება. 

მთლიანად 2023 წლის 8 თვეში კი რუსეთიდან საქართველოში გზავნილების არხით შემოსული თანხები 1.25 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადმორიცხვები 961 მილიონი დოლარი იყო (აქედან იანვრის და თებერვლის მაჩვენებლები ომამდელი გზავნილების პერიოდს წარმოადგენს).

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები