სომხურმა საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებმა რუსული Mir-ის საგადახდო სისტემის მომსახურებას შეწყვეტენ.
როგორც ცნობილია, 30 მარტიდან შეზღუდვას ყველა სომხური კომერციული ბანკი შეუერთდება, VTB Armenia-ს გარდა, რომელიც Mir-ის მეშვეობით ტრანზაქციების მიღებას ისევ განაგრძობს.
Mir-ის აკრძალვა პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციასთან, რომელიც ამ სისტემის მომხმარებელ ბანკებს სადამსჯელო ზომებით ემუქრება.
რაც შეეხება უშუალოდ Mir-ს, ეს არის Visa-ს, Mastercard-ისა და Amex-ის რუსული ალტერნატივა, რომელიც 2015 წელს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა. როგორც ცნობილია, Mir-ის ბარათს რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფლობს და აღნიშნული სისტემა აქტიურად გამოიყენება დსთ-ის ქვეყნებში.