მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი; რუსეთი; ჩინეთი - საქართველოს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი შეიცვალა

641823330fb37
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.23 13:41
904
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში 915 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 20.3%-ით მეტია.

მკვეთრად შეიცვალა საექსპორტო გეოგრაფია - იანვარ-თებერვალში 532 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა დსთ-ს ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ის ტოლია და წინა წელთან შედარებით $202 მილიონით მეტია. ამასთანავე, შემცირებულია ექსპორტი ევროკავშირში, რამაც 115 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მთლიანი ექსპორტის 12.6%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის 21% მოდიოდა.

მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. სომხეთი - $133 მილიონი, ზრდა 192%;
2. რუსეთის ფედერაცია - $128 მილიონი, ზრდა 38%;
3. ჩინეთი - $112 მილიონი, ზრდა 18%;
4. აზერბაიჯანი - $111 მილიონი, ზრდა 20.5%;
5. ყაზახეთი - $78 მილიონი, ზრდა 393%;
6. თურქეთი - $69 მილიონი, ზრდა 10%;
7. ყირგიზეთი - $45 მილიონი, ზრდა 994%;
8. ბულგარეთი - $34.6 მილიონი, კლება 59%;
9. ესპანეთი - $21 მილიონი, ზრდა 658%;
10. პერუ - $17 მილიონი, კლება 6%.

რაც შეეხება საექსპორტო საქონლის რეიტინგს, პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები (237 მილიონი დოლარი); სპილენძის მადნები (143 მილიონი დოლარი) და ფეროშენადნობები (72 მილიონი დოლარი) იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები