მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა სირიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

5d9f105b5f5e5
მიხეილ ხაჩიძე
10.10.19 17:00
3044

სირიის ქალაქ თელ აბიადიდან, რომელზეც თურქეთის ავიაციამ ავიაიერიშები მიიტანა, სომხეთმა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.



როგორც სომხური გამოცემები ალეპოში სომხეთის გენერალურ კონსულზე დაყრდნობით იუწყებიან, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იქ სადაც ქურთების დასახლებებია, ეთნიკურად სომხებიც ცხოვრობენ. მათ შორის თელ აბიადში 16-მდე სომხური ოჯახია. ამ დროისათვის, მათი ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილებში გადაყვანა ხდება.



კონსულის განცხადებით, სომხები ცხოვრობენ ასევე მეორე ქალაქ ქამიშლში, საიდანაც ასევე, მათი გაყვანის პროცედურები იგეგმება.


საერთაშორისო გაფრთხილებების მიუხედავად, მას შემდეგ რაც, სირია-თურქეთის სასაზღვრო ზონიდან ტრამპის ბრძანებით ამერიკული ჯარები გაიყვანეს, თურქეთი სირიაში შეიჭრა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.



თურქი სამხედროების სამიზნე სირიის ჩრდილოეთით განლაგებული ქურთული დანაყოფებია. თურქეთის შეტევა შტატებში, ისევე როგორც ევროპაში კატეგორიულად დაგმეს. ევროკავშირმა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოს სამხედრო შეტევების სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები