მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია გერმანიიდან და იტალიიდან ჩაიდო

61df26cc7bc93
თამთა ჯიჯავაძე
12.01.22 23:13
819
2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სომხეთში უცხოური ინვესტიციების მოცულობმ 162 მლრდ დრამი ($337 517 928) შეადგინა, მაშინ როდესაც, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 16.3 მლრდ დრამი ($33 960 137) იყო. ამის შესახებ გამოცემა ARKA-ს ცნობით, სომხეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

ოფიციალური სტატისტიკით, ინვესტიციების აღნიშნული მოცულობიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 88,1 მლრდ დრამი ($183,551,416) შეადგინა. ქვეყნებს შორის კი გერმანია უმსხვილესი ინვესტორია სომხეთის ეკონომიკაში. აღნიშნული ქვეყნიდან სომხეთში 2021 წლის პირველ ცხრა თვეში 11.8 მლრდ დრამის ($24,584,639) მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა.

მეორე ადგილზე იტალიაა 20.8 მლრდ დრამით (US$43,335,635).

რაც შეეხება სექტორებს, დასახელებულ პერიოდში ინვესტიციების ძირითადი ნაკადი ენერგოსექტორსა ($126,465,050) და სამთო მოპოვებით სექტორში ($113,339,353) განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები