მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მსახიობი, რეჟისორი და ყოფილი დეპუტატი ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა.

ის დაბა მესტიაში, 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი 1978 წელს; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ტელერეჟისორის კვალიფიკაციით 1995 წელს.

1975-1991წწ. სს "ქართული ფილმი", მსახიობი; 1991-2006წწ. საქართველოს კინოკორპორაცია, მსახიობი; 2012-2016წწ.

ჯაჭვლიანი იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კვოტით.

ამასთან, ის იყო რეჟისორი, სცენარის ავტორი, ფილმების პროდიუსერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.