მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sotheby’s-ის ლონდონის აუქციონზე სურრეალისტი მხატვრების ნამუშევრების ჯამურმა ფასმა $40 მილიონს გადააჭარბა

1. Surrealism
18.09.25 23:00
497

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

აუქციონზე გამოტანილი 55-ვე ნამუშევარი ბრიტანელი არტ კოლექციონერის პაულინ კარპიდასის კოლექციის ნაწილი იყო. აუქციონის ჯამურმა ფასმა $100 მილიონი შეადგინა, რითაც წინასააუქციონო მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა და ერთი მფლობელის მქონე აუქციონის რეკორდი დაამყარა ევროპაში.

The Scream (After Munch) (1984)
ენდი ვორჰოლი(1928-1987)

აუქციონის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი რენე მაგრიტის 1958 წლის “La Statue Volante”, რომელიც 10.1 მილიონ ფუნტ სტერლინგად($13.7 მილიონი) გაიყიდა ხოლო ენდი ვორჰოლის ნამუშევრის - The Scream (After Munch) (1984) აუქციონი 6.6 მილიონ ფუნტ სტერლინგად დასრულდა($9 მილიონი).

სინათლის იმპერია (L’empire des lumières)
რენე მაგრიტი (1898-1967) 

ცნობისთვის: 2024 წელი სიურრეალიზმის ასწლეულს აღნიშნავდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოთხოვნამ სიურეალისტურ ნამუშევრებზე საგრძნობლად იმატა, ისტორიაში პირველად 2024 წელს რენე მაგრიტის ნამუშევარმა - L’Empire des lumieres 100 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა და $121 მილიონად გაიყიდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები