სოციალური მუშაკები უარს ვაცხადებთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე - შესაბამის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალურ მუშაკთა გაერთიანება" Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
"გახსოვთ დიდი ზომის ბავშვთა სახლები? 100-200 ბავშვი ერთ ჭერ ქვეშ, ერთნაირი მიდგომით რომ იზრდებოდნენ. ასეთი ტიპის ინსტიტუციებიდან ხშირად გვესმოდა როგორ უგულებელყოფილი იყო ბავშვების საჭიროებები, სურვილები, მისწრაფებები და სამწუხაროდ ძალადობრივი აღზრდის მეთოდებზეც გვსმენია.
2000-იანი წლებიდან ჩვენი პარტნიორების "ევრიჩაილდი", ღია საზოგადოების ფონდისა და სხვათა მხარდაჭერით, სოციალური მუშაკების უდიდესი წვლილით ეს სახლები დაიშალა და ბავშვების დიდი ნაწილი ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.სოციალური მუშაკები უარს ვაცხადებთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე! #არარუსულკანონს", - ნათქვამია განცხადებაში.