მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური საწარმოები: "დაუშვებელია, ეჭვქვეშ ვაყენებდეთ EU-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული საქმიანობების საჭიროებას"

განც

სოციალურ საწარმოთა ალიანსი და სოციალური საწარმოები უერთდებიან პროტესტის უწყვეტ ტალღას და გმობენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

როგორც ერთიან განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში სოციალური მეწარმეობის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროკავშირია და სექტორის განვითარება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ეფუძნებოდა და ეფუძნება საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას.

" დღეს არსებული სოციალური საწარმოების დიდი ნაწილისთვის საქმიანობის დაწყება და გაფართოება სწორედ ევროკავშირისა და სხვა დასავლური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შედეგად,

  • სოციალურ საწარმოებში პროფესიული უნარები შეიძინეს და დასაქმდნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები (კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, შშმ პირები, ხანდაზმული ადამიანები, მარტოხელა დედები, ყოფილი მსჯავრდებულები და სხვ.)
  • განვითარდა სოციალური სერვისები და განსაკუთრებით რეგიონის მცხოვრებლებისთვის გაიზარდა მათზე ხელმისაწვდომობა
  • ახალგაზრდებმა განივითარეს სამეწარმეო უნარები და ბევრმა მათგანმა დაიწყო კიდეც სოციალური მეწარმეობა
  • რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შესაძლებელი გახდა არაფორმალური განათლების მიღება
  • გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდგომ დაუშვებელია, ეჭვქვეშ ვაყენებდეთ მათი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული საქმიანობების საჭიროებას, რომელსაც დადებითი სოციალური შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოში.

გვსურს, ჩვენ მიერ დახარჯული რესურსი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იყოს მიმართული - იმ მიზნისკენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს.

იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული კანონის მიღება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის იქნება დამაზიანებელი და კრიტიკულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მმართველ პარტიას გაითვალისწინონ საზოგადოებისა და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელი პირების საწინააღმდეგო პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე.

განცხადების ხელმოწერა: https://bit.ly/3UkE5oq

ხელმომწერები: https://bit.ly/3WregWh", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები