საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა "პაშა ბანკს", რომელიც ქართულ ბაზარზე 11 წელია ოპერირებს, B/B საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა. ბანკში განმარტავენ, რომ S&P-მ "პაშა ბანკს" B/B საკრედიტო რეიტინგი გრძელ და მოკლევადიან პერიოდებში, სტაბილური პერსპექტივით მიანიჭა.
როგოც "პაშა ბანკი-საქართველოს" საოპერაციო დირექტორი, ანზორ მანწკავა "საქმიან დილაში" სტუმრობისას აღნიშნავს, სარეიტინგო კომპანიის შეფასება ბანკის მიერ მიღებულმა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.
"ბევრი შრომის შედეგად მოვედით აქამდე, სტრატეგიული ცვლილებით, როდესაც დაინახეს კონსულტანტებმა S&P-დან, რომ რაღაცებს სწორად ვაკეთებთ და ბ/ბ რეიტინგი მოგვცეს.
ეს ბევრად უფრო გაგვიადვილებს საერთაშორისო ბაზრზებზე სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ, რეპუტაბეულ სარეიტინგო კომპანიას ჩვენთვის სტაბილური რეიტინგი აქვს მონიჭებული, რაც ძალიან კარგია. აქამდე, 11 წლის განმავლობაში ეს არ გვქონდა, პირველად ავიღებთ და სამომავლოდ კიდევ ბევრ რამეს მივიღებთ", - აცხადებს ანზორ მანწკავა.
ერთ-ერთი უმსხვილესი აზერბაიჯანული ჰოლდინგის, "პაშა ჰოლდინგის" წევრი "პაშა ბანკი საქართველო" 2024-2026 წლების სტრატეგიულ პერიოდში კორპორაციული ბიზნესის გაფართოებაზეა ორიენტირებული. ბანკის გადაწყვეტილებით, "პაშა ბანკი" საცალო ბიზნესში 2026 წლამდე არ შევა, მანამდე კი კორპორაციული კლიენტების თანამშრომლებს მოემსახურება.
"პაშა ბანკი საქართველო" სრულად კორპორაციულ მომსახურებაზე გადადის - საოპერაციო დირექტორი