საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილების შედეგად, რეიტინგი B დონეზე განისაზღვრა, პერსპექტივა კი ნეგატიურიდან სტაბილურზე შეიცვალა.
Standard & Poors’s-ის განმარტებით, რეიტინგის გაუმჯობესება თურქეთის ეროვნული ბანკის ტრადიციულ ეკონომიკურ სტრატეგიასთან დაბრუნებას უკავშირდება.
მოგეხსენებათ, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 30%-მდე გაზარდა, რაც 59-პროცენტიანი ინფლაციის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯია.