მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SpaceX-ი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდთან $5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე მოლაპარაკებებს მართავს

საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი

ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ირკვევა, არაბული მხარე კომპანიაში $5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აქციების საჯარო განთავსების წინ აპირებს.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად საუდის არაბეთის მიერ SpaceX-ში უკვე არსებული 1%-იანი წილის შენარჩუნებას და მისი შესაძლო გაუფასურების თავიდან აცილებას ისახავს. როგორც ცნობილია, კომპანია IPO-ს მეშვეობით რეკორდული, $75 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს.

შეხსენებისთვის, საუდის არაბეთის ფონდსა და მასკის ბიზნეს იმპერიას შორის კავშირები გასული წლის ნოემბერში გაღრმავდა, როდესაც მათ მონაცემთა ცენტრების ერთობლივი პროექტი დააანონსეს. მიმდინარე წლის მარტში კი PIF-მა მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ში $3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, SpaceX-ი ინვესტორების ინტერესს ამ მასშტაბური გარიგებისთვის წინასწარ ამოწმებს, რათა საფონდო ბირჟაზე გასვლისას მყარი მოთხოვნა უზრუნველყოს. მიუხედავად იმისა, რომ არც მასკი და არც საინვესტიციო ფონდი მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აჟღერებენ, უცხოური მედია წერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას კონფიდენციალური დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა და მისი დებიუტი საფონდო ბირჟაზე მიმდინარე წლის ივნისისთვის შედგება.

ცნობისთვის, თუ დალისტვა წარმატებით დასრულდა და მასკის გეგმის მიხედვით წავიდა, ეს იქნება კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი და წარმატებული ფინანსური ოპერაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები