საერთაშორისო კრიპტობირჟა Bybit-მა ახალი სერვისი, IPO Express წარადგინა, რომელიც კვალიფიციურ საცალო ინვესტორებს SpaceX-ის პირველად საჯარო შეთავაზებაზე ტოკენიზებულ ხელმისაწვდომობას სთავაზობს. ახალი პროდუქტის საშუალებით, მომხმარებლებს SpaceX-ის აქციების ტოკენიზებული ვერსიების ოფიციალურ საემისიო ფასად შეძენა ტრადიციული საბროკერო ანგარიშების გვერდის ავლით შეუძლიათ.
როგორც ირკვევა, ეს სერვისი xStocks-ის ინფრასტრუქტურას ეფუძნება, რომელიც საჯარო აქციების ტოკენიზაციას რეგულირებადი ბლოკჩეინ-პლატფორმის მეშვეობით ახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, რეგისტრაციისა და გამოწერის ფაზა 2026 წლის 7 ივნისიდან 11 ივნისამდე პერიოდში გაგრძელდება, აქტივების განაწილება კი 11-12 ივნისს დასრულდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტოკენი მხოლოდ SpaceX-ის აქციების ფასის დინამიკას ასახავს და ის მფლობელებს ხმის მიცემის, დივიდენდების მიღების ან პირდაპირი სამართლებრივი საკუთრების უფლებას არ ანიჭებს. სერვისით სარგებლობისთვის ინვესტორებს ვერიფიკაციის პირველი დონის გავლასთან ერთად პლატფორმაზე VIP ან PRO სტატუსის ქონა მოეთხოვებათ.



























