დღეს უცხო ენის სწავლება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გრამატიკისა და ლექსიკის დაზეპირება - ეს არის კომუნიკაციის, კულტურათაშორისი დიალოგისა და საკუთარი თავის გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ჩვენი პირველი სტუმარი. მაგდა ორმოცაძე საერთაშორისო სერტიფიცირებული პედაგოგი და ენების ცენტრის, SpeakUp-ის დამფუძნებელია. მან ცენტრი 2016 წელს დააარსა და დღეს უკვე ფართო სპექტრის სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს - დაწყებული ინგლისური, ქართული და რუსული ენების ონლაინ/ოფლაინ კურსებით, დასრულებული კორპორატიული სწავლებითა და პროგრამირების კურსებითაც კი. გარდა ამისა, მაგდა არის B2 დონის საავტორო ინგლისური სახელმძღვანელოს - „Express Yourself“ ავტორი. მისი საქმიანობის კიდევ ერთი გამორჩეული მიმართულებაა საერთაშორისო ბანაკების ორგანიზება, რომლებიც მოზარდებს ენობრივი ბარიერების დაძლევაში, დამოუკიდებლობის გამომუშავებასა და გლობალური ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
სტუმარი: მაგდა ორმოცაძე - SpeakUp, დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























