სპეცრაზმი მომიტინგეების დაშლას ცრემლსადენი აირით ისევ ცდილობს. სავარაუდოდ, გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.
ვითარება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკიდურესად დაიძაბა.
აღსანიშნია, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს.
"მოქალაქენო, გთხოვთ, დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად", - ამ წუთებში ისმის გამაფრთხილებელი ხმოვანი განცხადება.
მოქალაქეების პროტესტი აგენტების შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა.