მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი $13.8 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდით?

ექსპორტი

სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის იანვარ-თებერვალში 281 315%-ით 13.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების წლის პირველ ორ თვეში 3 ქვეყანაში გაიყიდა. გასაღების ძირითადი ბაზარი კი ბულგარეთია, სადაც გასულ წელს ნედლეულის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.

მიმდინარე წლის მონაცემები კი ასეთია:

  • ბულგარეთი - $10.4 მლნ;
  • ჩინეთი - $3.3 მლნ;
  • ყაზახეთი - $2.9 მლნ.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 13 მლნ აშშ დოლარის სპილენძის მადნები შეიძინა, ზრდა 1 024%-ია. 10.4 მლნ აშშ დოლარის საქონელი სომხეთიდან, 2.4 მლნ-ს კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 80.2%-ით შემცირდა. საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტის 2/3 ყოველწლიურად რეექსპორტს შეადგენს, ხოლო 1/3 ადგილობრივი წარმოების სპილენძია, თუმცა 2024 წლის განმავლობაში შემცირებულია როგორც ადგილობრივი წარმოების სპილენძის მადნების, ასევე იმპორტული სპილენძის მადნების რეექსპორტიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები