მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი შემცირდა - ვინ ყიდის საქონელს?

6460d6ac13f8e
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 20:57
884
საქართველოსთვის უმსხვილეს საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უკავია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ დასახელების სასაქონლო ჯგუფის რეალიზების მაჩვენებელი 24.1%-ით შემცირდა და 205 მლნ 728 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად 14.1%-იანი წილით სპილენძის მადნებმა საექსპორტო საქონლის TOP-10-ეულში მეორე ადგილი დაიკავა.

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ექსპორტი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 3 ქვეყანაში განხორციელდა. ეს ქვეყნებია:

1. ჩინეთი - 103.5 მლნ დოლარი, 56 639 ტონა;
2. ბულგარეთი - 83.9 მლნ დოლარი, 40 811 ტონა;
3. ესპანეთი - 18.2 მლნ დოლარი, 8 849 ტონა.

BM.GE-მ საქსტატიდან ის კომპანიები გამოითხოვა, რომლებსაც სპილენძის მადნები და კონცენტრატები ექსპორტზე გააქვთ. ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან საქონლის ექსპორტს სამი კომპანია ახორციელებდა: სს RMG Copper; შპს Caucasian Metals Terminal; შპს ვორქ სერვის ჯორჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები