მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპირტიანი სასმელები, კარტოფილი, ნავთობპროდუქტები - რით ვვაჭრობთ რუსეთთან?

რუსეთი

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველო-რუსეთის ექსპორტ-იმპორტი მაჩვენებელი 2.6%-ით 859 მილიონ 093 ათას დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს $7.7 მლრდ-იან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი მცირედ, თუმცა შემცირდა. თუ 2024 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვაში რუსეთზე 12.4% მოდიოდა, წელს 4 თვის პერიოდში 11.1% შეადგინა.

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია და საქართველომ 4 თვეში ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყანაში საქონლის გაყიდვით, ოფიციალური მონაცემებით, 189 მილიონ 519 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურად რუსეთში ექსპორტი 17.8%-ით შემცირდა. ამგვარად, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა 9.4%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ექსპორტის კლების მიზეზი ქართული ღვინის გაყიდვების შემცირებაა, რაც იანვარ-აპრილში თითქმის განახევრებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. სპირტიანი სასმელები - $40.6 მლნ;
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $40.4 მლნ;
  3. მინერალური და მტკნარი წყლები - $27 მლნ;
  4. კარტოფილი - $16.9 მლნ;
  5. მცენარეები და ნაყოფები დაკონსერვებული ან სხვა წესით დამზადებული - $14.5 მლნ;

რაც შეეხება იმპორტს, რასაც ვაჭრობაში ძირითადი წილი უჭირავს, იანვარ-აპრილში საქართველოდან რუსეთში საქონლის შესაძენად 669 მილიონ 574 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთლიან იმპორტში რუსეთის წილი კი 11.7% შეადგინა და ის იმპორტის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

იმპორტირებული საქონლის რეიტინგში კი პირველ ხუთეულში შედიან:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $205 მლნ;
  2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $118.8 მლნ;
  3. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $19 მლნ;
  4. ხორბალი და მესლინი - $18.7 მლნ;
  5. მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება - $18.4 მლნ;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები